ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ „რივერ პლეიტის“ თავდამსხმელ ხულიან ალვარესს დაიმატებს, რომელზეც არგენტინაში დიდ იმედს ამყარებენ.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის ოფიციალურად დაადასტურა არგენტინული გუნდის პრეზიდენტმა ხორხე ბრიტომ:
„მანჩესტერ სიტისთან“ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე სრულად შევთანხმდით, მაგრამ 7 ივლისამდე ის ჩვენთან იჯარით დარჩება“, - თქვა „რივერის“ პრეზიდენტმა.
ხულიან ალვარესი „რივერ პლეიტის“ აღზრდილია და 2018 წლიდან დღემდე 95 მატჩში 34 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი არ გამოუჩენია.