ფეხბურთი

22:51 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკა „არსენალში“ რჩება. მას მოურინიუ იწვევდა

„არსენალის“ ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონურ კლუბს არ დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, შევეიცარიელი შუახაზელის დიდი ქომაგი ყოფილა და შარშან ზაფხულში მის გადაბირებასაც ცდილობდა. თუმცა, ამჟამად კლუბები მოლაპარაკებას არ აწარმოებენ.

29 წლის ჯაკა „არსენალში“ 2016 წლიდან თამაშობს. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

0.132354