ფეხბურთი

19:20 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის საგოლე პასი საბერძნეთში, ნინუას დებიუტი გადაიდო (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-20 ტურში ბაჩანა არაბულისა და ნიკა ნინუას „ლამიამ“ „ოფი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, ქართველმა თავდამსხმელმა კი საგოლე პასი გააკეთა.

არაბული ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, ხოლო 82-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასით პრაქტიკულად დაუცველ კარში გეორგიოს მანუსოსმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ბერძენმა შემტევმა 5 წუთში დუბლი გაიფორმა და „ლამიას“ მოაგებინა.

ამ შეხვედრაში არ უთამაშია ნიკა ნინუას, განაცხადში არ იყო. მოგეხსენებათ, 22 წლის ნახევარმცველი „ლამიას“ სალონიკის პაოკ-იდან იჯარით გუშინ შეუერთდა. არაბულს კი საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„ლამია“ 19 თამაშში მოპოვებული 18 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 თებერვალს, სტუმრად „ათრომიტოსთან“ გამართავს.

0.141099