ფეხბურთი

18:25 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" "პორტუს" ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ დაიმატებს

კოლუმბიის ნაკრებისა და „პორტუს“ ნახევარმცველი ლუის დიასი დიდი ალბათობით კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

„ლივერპული“ „პორტუს“ 55 მილიონ ევროს გადაუხდის და სამხრეთამერიკელი „წითლებს“ შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი „პორტუში“ 2019 წლიდან თამაშობს და 125 მატჩში 41 გოლი გაიტანა, მათ შორის 16 მიმდინარე სეზონში, კოლუმბიის ნაკრებში კი 32 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.123585