მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერებს უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ლა ლიგის ლიდერებს. თუმცა, ბელგიელი ფიქრობს, რომ ფეხბურთში მთავარი ფული არ არის და „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა შეუძლია.
„ინგლისში მენეჯმენტი ძალიან ძლიერია და პრემიერლიგა ფინანსურად ბევრად ძლიერია, ვიდრე ლა ლიგა. ინგლისში ისეთი აუტსაიდერი კლუბი, როგორიც „ნიუკასლია“, უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ესპანეთში ლიდერები. ისინი პანდემიის დროსაც აგრძელებენ ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვას.
თუმცა, ფეხბურთი მარტო ფული არ არის, ფეხბურთს ის არ თამაშობს. ჩვენ უკვე დავამარცხეთ „ლივერპული“ და ამ სეზონშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე პრემიერლიგაში ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, „რეალი“ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება.