ფეხბურთი

17:54 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე მატჩისწინა პრესკონფერენცია მიკროფონების ქირის გადაუხდელობის გამო შეწყდა

აფრიკის ეროვნებთა თასის მიმდინარე გათამაშება გამორჩეულია იმ კუთხით ბევრი კურიოზული და უცნაური რამ მოხდა. ამჯერად, ბურკინა ფასოსა და ტუნისის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეწყდა.

მიზეზი? მიკროფონებისა და შესაბამისი აღჭურვილობის საფასურის გადაუხდელობა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, პრესკონფერენციის დაწყებამდე დარბაზში უცნობი პირი შევარდა, მიკროფონები და აღჭურვილობა წაიღო და შენობა დატოვა.

როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ აფრიკის თასის ორგანიზატორებმა მიკროფონისა და შესაბამისი მოწყობილობის ქირის ფული არ გადაიხადეს. საბოლოოდ პრესკონფერენცია ჩატარდა, მაგრამ მიკროფონების გარეშე.

0.111336