ფეხბურთი

14:25 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელი დაიმატა

ფლორენციის „ფიორენტინამ“ „იუვენტუსში“ გადაბარგებული დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელი უკვე იპოვა. როგორც იტალიური კლუბი იტყობინება, 23 წლის ბრაზილიელი ფორვარდი არტურ კაბრალი დაიმატეს.

„იებს“ სამხრეთამერიკელი შემტევის ყიდვა, რომელიც 2019 წლიდან შვეიცარიულ „ბაზელში“ თამაშობდა, 14 მილიონი ევრო დაუჯდათ. კაბრალს შვეიცარიაში საოცარი სტატისტიკა აქვს - 106 მატჩი და 65 გოლი. მათ შორის, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე ჩატარებულ 31 თამაშში თავი 27-ჯერ გამოიჩინა.

კარიერის დასაწყისში არტურ კაბრალი სამშობლოში, „სეარასა“ და „პალმეირასის“ ღირსებას იცავდა. ბრაზილიელი "ფიორენტინაში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.155287