სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:14 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 3 ქულა ერთ წუთში და გოგა ბითაძის ისევ შეზღუდული სათამაშო დრო

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიქსი“ 123:108 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თამაში დაძაბული იყო, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარეს, 10 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ.

სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 1:03 წუთი ითამაშა, მაგრამ 3 ქულა მაინც მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ერთადერთი სამქულიანი ისროლა და ზუსტადაც.

„მილუოკიში“ ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტონკუმპო იყო 38 ქულით, ჯრუ ჰოლიდეიმ კი 24 ქულა მიითვალა. „ნიუ იორკში“ ევან ფურნიე გამოირჩა 25 ქულით, რიჯეი ბარეტის აქტივში კი 23 ქულაა. „მილუოკი ბაქსი“ 31 მოგებით და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, 31 იანვარს კი საკუთარ მოედანზე „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლებს.

დღესვე, გოგა ბითაძის „ინდიანამ“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტი“ 113:110 ოვერტაიმში დაამარცხა და სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა.

ინდიანაპოლისელებს დომანტასა საბონისი დაუბრუნდათ, რის შედეგადაც ბითაძის სათამაშო დრო, ისევ ძალიან მკვეთრად შეიზღუდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 2:05 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

„პეისერსში“ საუკეთესო სწორედ საბონისი იყო 24 ქულით, 22 ქულა ჩააგდო ჯასტინ ჰოლიდეიმ, „ოკლაჰომაში“ ლუგუენც დორტი გამოირჩეოდა 27 ქულით.

„ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 18 მოგებით და 32 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 30 იანვარს, სტუმრად „დალას მავერიქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121588