ავტოსპორტი

2:37 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ უფრო დაბალანსებული მანქანა შეიმუშავა

„მაკლარენმა“ ახლახანს თავის ახალ სარბოლო ავტომობილზე, რომლითაც მისი პილოტები, ფორმულა 1-ის 2022 წლის ჩემპიონატში იასპარეზებენ, ძრავი პირველად დაქოქა. მანქანა ტესტებისთვის პრაქტიკულად მზადაა. და უკვე, მისი პირველი შეფასება, გუნდის მთავარმა ინჟინერმა, ჯეიმს კიმ გაგვიზიარა.

კი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, წინა სეზონების მანქანებისგან განსხვავებით, უფრო დაბალანსებულია. ის მხოლოდ სწორ მონკვეთებზე და სწრაფ მოსახვევებში მაღალი სიჩქარით გამორჩეული არ იქნება.

საინტერესოა, რომ შარშან გუნდმა ერთადერთი გამარჯვება სწორედ ჩქაროსნულ მონცაზე მოიპოვა. ეს გამარჯვება ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მოიპოვა, ვინც ვერაფრით შეეგუა ახალ მანქანას, რომელიც ნელ ტრასებზე მეტოქეებთან აგებდა. და საერთო ჯამში, გუნდმა წინა სეზონში დაკავებული მესამე ადგილი „ფერარის“ დაუთმო, თავად კი მეოთხეს დასჯერდა.

„2020 წლის მანქანაზე, მეტი ყურადღება აეროდინამიკური წინააღმდეგობის შემცირებას დავუთმეთ. პრინციპში, ასე იყო წინა სეზონშიც, თუმცა მაშინ მე აქ არ ვმუშაობდი. ამან ის შედეგი მოგვცა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე სიჩქარე იყო. ჩვენ მანქანა სწრაფ მოსახვევებშიც კარგი იყო.

მაგრამ სამწუხაროდ, ნელ მოსახვევებში მეტოქეები გვჯობდნენ. ჩვენ ამის გამოსწორებას ვცდილობდით, მაგრამ პრობლემა სრულად ვერ გამოვასწორეთ. მთავარია, რომ მისი მიზეზები დავადგინეთ. აქ ჯადოსნური აბი არ გვაქვს, რომ უცებ შევძლოთ მიზნის მიღწევა. ვიცოდით, რომ მონცაზე სწრაფები ვიქნებოდით.

როდესაც 2020 წლის მანქანაზე ვმუშაობდით, მთავარი ის იყო, რომ მას სუსტი მხარეები არ ჰქონოდა. და უარი ვთქვით იმაზე, რომ მანქანა მხოლოდ ერთი მხრივ ყოფლიყო ძალიან კარგი. ჩვენ ვეცადეთ, რომ ის მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო.

ვიი, რომ ბევრი რამ ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, სხვებმა რამდენად კარგად მომზადება შეძლეს“, - ამბობს კი.

0.129137