ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჯერად "დერბის" მწვრთნელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ "ევერტონის" წარმომადგენელი მის აგენტს დაუკავშირდა, თუმცა გასაუბრებაზე რუნიმ უარი განაცხადა.
"კლუბის წამომადგენელი დაუკავშირდა ჩემს აგენტს და მთხოვეს ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრება, თუმცა წინადადებაზე უარი განვაცხადე. ამის შესახებ "დერბიში" გაიგეს და რა თქმა უნდა ეს რთული გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ პრემიერლიგის გუნდის მწვრთნელი ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და თუ ეს გუნდი "ევერტონი" იქნება, უფრო მოხარული ვიქნები." - ციტირებს Sky Sports-ი უეინის სიტყვებს.
"ევერტონმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ორი კვირის წინ რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა.