სალონიკის პაოკ-ის ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას „ლამიაში“ გააგრძელებს. 22 წლის ნახევარმცველი ბერძნულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა.
ნინუამ სეზონის პირველი ნაწილიც იჯარით „ანორთოსისში“ გაატარა, რომლის რიგებში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და კვიპროსული გუნდი დეკემბერში დატოვა. ნინუამ გასულ სეზონში პაოკ-ში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„ლამიაში“ ის მეორე ქართველი ფეხბურთელია, რადგან ამ კლუბში ბაჩანა არაბული თამაშობს და 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. საბერძნეთის ჩემპიონატში „ლამია“ 18 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-11 ადგილზეა.