ესპანეთის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფედე ვიდალმა საქართველოსთან მატჩის წინ ისაუბრა და ავთანდილ ასათიანის გუნდი შეაქო. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, საქართველო ძალიან ძლიერი მეტოქეა.
„აქამდეც ვიცოდით, რომ საქართველო ძალიან ძლიერი მეტოქეა და ამას ტურნირზეც აჩვენებს. ძალიან განსაზღვრული თამაშის მოდელი აქვს, რომელსაც მისთვის შედეგი მოაქვს. ორივე თამაშში აღმოფხვრა ჩამორჩენა და ძალიან კონკურეტუნარიანია. მატჩს ფინალივით უნდა მივუდგეთ, ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავამკვიდროთ, რომ თამაში მოივიგოთ“, - თქვა ვიდალმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო ესპანეთთან ქულაც ჰყოფნის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.