ფეხბურთი

0:05 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მიზანი კი ყოველთვის გამარჯვება იქნება"

„ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა ინგლისური გუნდის ვებგვერდს განუცხადა, ძალიან მოტივირებულია და ყველაფერს გააკეთებს კლუბის წარმატებისთვის.

შოთამ აღნიშნა, რომ მას ლამაზი ფეხბურთი უყვარს და ფანებს სტადიონზე მისვლა უნდა სიამოვნებდეთ, მთავარი მიზანი კი გამარჯვება იქნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. მჯერა, რომ ვინც ფეხბურთის სექტორშია, ყველას სურს ინგლისში ყოფნა და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ამაყობს. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ და ხარისხიან ფეხბურთელებთან ერთად კარგად თამაში შეგვიძლია.

გუნდში არიან კრეატიული, ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელები და ეს კარგი ნაზავია. მომწონს ლამაზი ფეხბურთი, როცა გულშემატკივრები შენს გვერდით არიან - უნდათ სტადიონზე მოსვლა და სიამოვნებთ თამაშის საყურებლად მოსვლა.

შესანიშნავია, რომ თამაში მალე გვაქვს, ნამდვილად მოუთმენლად ველოდები ფანებთან აქ შეხვედრას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მართლაც კარგი, შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ, მთავარი მიზანი კი ყოველთვის გამარჯვება იქნება.

ველით, რომ ფანები მოვლენ და უგულშემატკივრებენ იმ კლუბს, რომელიც უყვართ. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და მოდით, ეს ერთად გავაკეთოთ, ერთად გავიხაროთ და ერთად გავიმარჯვოთ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში „ქაისერისპორში“, „ქასიმპაშაში“, „ტრაბზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბისა“ და ტაშკენტის „ფახთაქორში“ უმუშავია, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში წავიდა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 29 ქულით მე-19 ადგილზეა, 24-გუნდიან ჩემპიონატში კი გასავარდნ ზონას 9 ქულითაა დაცილებული. „ჰალ სიტი“ შოთას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 29 იანვარს, „სუონსისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112052