ფეხბურთი

18:40 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "ყველაზე მეტად მინდა, რომ ტრავმებისკენ მიდრეკილი არ ვიყო"

„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სურს ტრავმები თავიდან აირიდოს. როგორც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა თქვა, არჩევანი რომ ჰქონდეს, დაზიანებებისკენ მიდრეკილებას შეცვლიდა.

„ვფიქრობ, რომ საკუთარ თავში ბევრი რამ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ მაქვს. თქვენ ამბობთ, რომ შეტევის დასრულება კარგად გამომდის, ამიტომ, ამაზე კიდევ უფრო უნდა ვიმუშაო. ეს იქნება სწრაფი სირბილი, სიძლიერე, ყველაფერში უნდა მოვუმატო. თუმცა, თუ მხოლოდ ერთი რამის არჩევის უფლება მექნება რისი გაუმჯობესებაც შემიძლია, ეს არის ტრავმიანობისკენ მიდრეკილება შევწყვიტო. მარტივია - თუ ტრავმირებული არ ვარ, შემიძლია მეტი ვითამაშო და თავი კიდევ უკეთ გამოვიჩინო“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.116627