დონეცკის „შახტარის“ ყოფილი ფეხბურთელი, მარიუშ ლევანდოვსკი, შესაძლოა, ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი რომან კოლტონი.
შევჩენკო პოლონეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობას რამდენიმე დღის წინათ დათანხმდა. ლევანდოვსკი კი მისი ერთ-ერთი ასისტენტი იქნება.
მარიუშ ლევანდოვსკი „შახტარში“ 2001-10 წლებში თამაშობდა. ხოლო პლონეთის ნაკრებში 2002-13 წლებში. ამჟამად 42 წლის მარიუშმა სამწვრთნელო საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. მისი ბოლო სამუშაო ადგილი პოლონური „ტერმალიცა“გახლდათ.