ავტოსპორტი

1:56 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულისთვის“ ძრავებს ისევ იაპონიაში ააწყობენ

„რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ „ჰონდას“ ძრავებს, ამიერიდან ავსტრიული კომპანიის სახელით მიიღებენ, მაგრამ მათ ისევ იაპონიაში დაამზადებენ.

„რედ ბულის“ ძრავების მწარმოებელი შტო, სახელად „რედ ბულ პაუერტრაინს“, ბრიტანეთშია განლაგებული. ის ძრავების მომსახურებაზეა ორიენტირებული. მისი კონსულტანტი გახდება „ჰონდას“ ფორმულა 1-ის შტოს ყოფილი ხელმძღვანელი მასაში იამამოტო.

„ჩვენს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ძალურ დანადგარებს ისევ იაპონიაში, საკურაში დაამზადებენ. იქიდანვე განხორციელდება ტექნიკური მხარდაჭერა. და ალბათ, ასე გაგრძელდება ძრავების რეგლამენტის შეცვლამდე“, - ამბობს ჰორნერი.

ის დასძენს, რომ „ჰონდას“ ყველა თანამშრომელი, რომლებიც ფორმულა 1-ის პროექტში იყვნენ ჩართულნი, „რედ ბულ პაუერტრაინსში“ გადავლენ. „ჰონდას“ ფ1-ის შტოს ტექნიკური დირექტორი ტოიოჰარუ ტანაბე იაპონურ კომპანიაში, სხვა პროექტში გააგრძელებს მუშაობას. გაზაფხულის ბოლოს იგეგმება „რედ ბულ პაუერტრაინსის“ დინამომეტრიული სტენდების ამოქმედება.

ჰორნერი ასევე ამბობს, რომ მართალია, ძრავები „რედ ბულის“ სახელით გამოვა, მაგრამ სრულ სახელში „ჰონდაც“ იქნება ჩართული.

0.124328