ფეხბურთი

20:20 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" ჰი-ჩჰანი გაიფორმა

სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების შემტევი ჰვან ჰი-ჩჰანი კარიერას ოფიციალურად "ვულვზის" რიგებში გააგრძელებს. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ჰვანმა გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა.

ამჟამად სამხრეთკორეელი იჯარის წესით თამაშობს "მგლებში" "ლაიპციგიდან" და სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად შეუერთდება "ვულვზს". მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდის მაისურით ჰვანმა პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

0.112894