ფეხბურთი

18:00 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა დაადასტურა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა დაადასტურა, რომ გასულ ზაფხულს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს იმიტომ არ უნდოდა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ უკმაყოფილო გახლდათ.

„როდესაც პსჟ-ს დატოვება გადავწყვიტე, ამის მიზეზი არ იყო კლუბი ან გულშემატკივრები. ასე გადავწყვიტე, რადგან სხვაგან თავს უკეთ ვიგრძნობდი. მეგონა, რომ „ბარსელონაში“ უკეთ ვიქნებოდი“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონ ევროდ შეუერთდა და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მას „ბარსაში“ დაბრუნების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114278