ფეხბურთი

17:27 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" 36 მილიონ ევროდ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ლიონისა“ და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

24 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ბრაზილიაში გაივლის, რადგან ახლა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. კლუბების შეთანხმების საფუძველზე „ლიონი“ 36 მილიონ ევროს მიიღებს.

გიმარაეშით ლონდონის „არსენალიც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ „კაჭკაჭებმა“ „მეთოფეებს“ აჯობეს.

ბრუნო გიმარაეში „ლიონში“ 2020 წლის იანვარში „ატლეტიკო პარანაენსედან“ 20 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, მაგრამ 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.112886