კალათბურთი

15:20 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

გულშემატკივრების გამოკითხვის შემდეგ მედიის შედეგებიც ცნობილი გახდა და თორნიკეს ადგილი მსოფლიოს ნაკრებში ერგო.

ყველა ვარსკვლავის მატჩში რუსეთისა და მსოფლიოს ნაკრებები შეხვდებიან. თითოეულ გუნდში 10-10 მოთამაშე იქნება - 5 მცველი და 5 წინა ხაზის. აუცილებელია პირობაა ისიც, რომ თითო გუნდში მაქსიმუმ 2-2 კალათბურთელია დაშვებული ერთი გუნდიდან.

თორნიკე შენგელიას მედიის გამოკითხვით 21 ხმა ერგო და მსოფლიო ვარსკვლავების ნაკრებში წინა ხაზის მოთამაშეებში მხოლოდ მარიო ჰეზონიას ჩამორჩა.

VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი 20 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ALL Star-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო.

0.118938