ფეხბურთი

14:43 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "აფრიკის თასი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ტიტული იქნება"

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ მისთვის აფრიკის თასის მოგება ყველაზე ძვირფასი ტიტული იქნება.

„რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად რაღაცის მოგება მინდა. ეს არის ჩემი ქვეყანა, რომელიც მიყვარს. ჩემთვის აფრიკის თასის მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ყველაზე ძვირფასი იქნებოდა.

ადრე აფრიკის თასის მოგებასთან ახლოს ვიყავით, ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა (2017 წელს ეგვიპტე ფინალში კამერუნთან დამარცხდა). ახლა ჩვენ ისევ აქ ვართ და უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავიღოთ და მჯერა, რომ დანარჩენი ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები აფრიკის თასის მერვედფინალში დღეს კოტ დივუარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.121746