სხვა

2:55 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიბოსთან ბრძოლის შემდეგ, კანადელი სნოუბორდერი პეკინში ოქროს უმიზნებს

კანადელი სნოუბორდერი მაქს პარო ამბობს, რომ კიბოსთან ბრძოლისას გამომუშავებული მენტალური სიმტკიცე, პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლისას დაეხმარება. პარომ პიონჩანის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, პეკინში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას გეგმავს.

პაროს სპორტული კარიერა დროებით 2018 წლის დეკემბერში შეწყდა, როდესაც მას ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. 2019 წლის ზაფხულში მან გამოაცხადა, რომ კიბოსგან სრულად განიკურნა. და დაბრუნებისთანავე, მან X თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს ოქროს მედალს მსოფლიო თასზეც დაეუფლა. 2020 წელი კი ისევ X თამაშებში გამარჯვებით დაიწყო.

„ყოველ წელს სულ უფრო კარგ ფორმაში შევდივარ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. კიბოსთან ბრძოლა მენტალურად გაძლიერებს. თუ ნახავთ ჩემს შედეგებს მას შემდეგ, რაც კიბოსგან განვიკურნე, პირველი სეზონი საუკეთესო იყო“, - ამბობს პარო, ვინც სოჭის ოლიმპიადაზე, რომელიც მისთვის პირველი იყო, მეხუთე ადგილი დაიკავა.

თეგებიმაქს პარო
0.121645