ფეხბურთი

10:25 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი: "მინდა, ფორმაში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე"

დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი ამსტერდამის „აიაქსის“ მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ფორმაში ბრუნდება.

დანიელი ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი აგენტია, ახალ კლუბს ეძებს და როგორც თვითონ თქვა, სურს, რომ ფორმაში შევიდეს და ფეხბურთს დაუბრუნდეს:

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. „აიაქსში“ ბევრ ადამიანს ვიცნობ და სახლში დაბრუნებას ჰგავს. აქ ყველაფერია, რაც საჭიროა და შემიძლია მაღალ დონეზე ვივარჯიშო. ჩემთვის იდეალური სიტუაციაა ყველაფრის თავიდან დასაწყებად, მინდა ფორმაში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, რომ მზად ვიყო, როცა ახალ გუნდს ვიპოვი“, - თქვა ერიკსენმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს გასული წლის 12 ივნისს გულის შეტევა დაემართა და მას შემდეგ არ უთამაშია. 29 წლის ნახევარმცველს ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ბრენტფორდს“ უკავშირებენ.

0.112138