ფეხბურთი

11:34 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი "მილანს" დაუკავშირეს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. 32 წლის ფეხბურთელის მომსახურებით „მილანია“ დაინტერესებული, ამის შესახებ Football Italia იტყობინება.

წყაროს ცნობით, გაბონელი შესაძლოა, „როსონერის“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდეს, თუმცა ტრანსფერის დაბრკოლებას თავდამსხმელის მაღალი ხელფასი წარმოადგენს.

2008 წლიდან 2011 წლამდე აფრიკელი შემტევი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. მანამდე ფეხბურთელმა უარყო საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ შეთავაზება, რომელსაც გაბონელი თავდამსხმელის იჯარით დამატება სურდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 14 დეკემბერს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს "არსენალის" კაპიტნობა ჩამოართვეს. კლუბმა სერიოზული დისციპლინური დარღვევის გამო გაბონელი დასაჯა და ტრანსფერზეც დააყენა, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე თვეში ის კლუბს შეიცვლის.

0.116583