ფეხბურთი

15:26 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ მორატას და ტალიაფიკოს გადაბირება სურს

„ბარსელონას“ ალვარო მორატასა და ნიკოლას ტალიაფიკოს ყიდვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს - გვამცნობს Diario Sport.

კატალონიური კლუბის დირექტორი, მატეუ ალემანი უკვე მუშაობს ამ საკითხზე.

მორატას შეძენა „ბარსას“ახლი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის სურვილი ყოფილა, თუმცა მისი იუვენტუსელი კოლეგა, მასიმილიანო ალეგრი, ესპანელის გაშვებას არ აპირებს.

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „აიაქსთანაც,“ ტალიაფიკოს თაობაზე. ესპანელებს არგენტინელის იჯარით აყვანა სურთ, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით.

ამსტერდამულ კლუბს კი ტალიაფიკოს გაყიდვა უნდა და მყიდველიც ჰყავს - ფრანგული „მარსელი.“ თუმცა, იჯარის ვარიანტიც განიხილება.

0.138955