„ტოტენჰემი“ „ვულვერჰემპტონთან“ ადამა ტრაორეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აგრძელებს - გვამცნობს Sky Sports.
გასულ კვირას „მგლებმა“ უარყვეს „დეზების“ 15 მილიონგირვაქიანი წინადადება. ახლა „ტოტენჰემი“ 20 მილიონს სთრავაზობს, „ვულვზს“ 25 უნდა.
თუმცა, როგორ ჩანს, მალე მხარეები კომპრომისს გამონახავენ, რადგან 25 წლის ესპანელი გარემარბით პირადად ლონდონელთა დამრიგებელი, ანტონიო კონტე დაინტერესებულა და ძალიან უნდა თავის გუნდში მისი ხილვა.
ტრაორე „ვულვერჰემპტონში“ 2018 წლიდან თამაშობს.