დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, ინგლისურ „ბრენტფორდთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ერიკსენი პრემიერლიგის კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით. ოფიციალური წარდგენა ხვალ, ოთხშაბათს გაიმართება.
ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩის დროს, დანიასა და ფინეთს შორის, ერიკსენი მინდორზე უგონოდ დაეცა, მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მკურნალობდნენ მოედანზე, შემდეგ კო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს რამდენიმე წუთი გული გაჩერებული ჰქონდა. მას კარდიო დეფიბრილატორი ჩაუყენეს.
ყველას ეგონა, კრისტიანი კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ის თამაშს აგრძელებს.