ფეხბურთი

2:11 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მცველმა მეკარის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა, აფრიკის თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა

აფრიკის ეროვნებათა თასზე მეოთხედფინალისტთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ბურკინა ფასოსა და ტუნისს, კამერუნი და გამბია შეუერთდნენ.

მასპინძელმა კამერუნის ნაკრებმა ტურნირის დებიუტანტი კომოროსი კარლ ტოკო ეკამბისა და ვინსენ აბუბაკარის გოლებით 2:1 დაამარცხა. კუნძულელებმა მატჩის მიწურულს იუსუფ მ’ჩანგამას საოცარი საჯარიმო დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

კომოროსი თამაშს სერიოზული პრობლემებით შეხვდა. სამი მეკარიდან არცერთი ჰყავდა, ერთი ტრავმისა და ორი კორონავირუსის გამო. ამიტომაც, პირველიდან ბოლო წუთამდე კარს მცველი ჩახერ ალჰადური იცავდა და მისთვის უჩვეულო მოვალეობას თავი კარგადაც გაართვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეშვიდე წუთიდან კომოროსის ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, მაგრამ ყველა პრობლემის მიუხედავად ბოლომდე და მედგრად იბრძოლა.

კიდევ ერთ მერვედფინალურ წყვილში გამბიამ გვინეა 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში სწორედ კამერუნის ნაკრებს გაეჯიბრება.

გასარკვევია ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობაც, სენეგალი-კაპე ვერდე, მალი-ეკვატორული გვინეა, კოტ დივუარი-ეგვიპტე და მაროკო-მალავის წყვილებში.

0.189257