დანიური „კოპენჰაგენი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და „ჰელსინგორი“ 3:2 დაამარცხა, დავით ხოჭოლავამ კი გოლი გაიტანა.
დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მეორე ნახევარში კი ანგარიში ხოჭოლავამ გაათანაბრა. ქართველმა მცველმა 49-ე წუთზე კუთხურის მერე თავით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, „კოპენჰაგენმა“ 3:2 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავას ყველა ტურნირზე 26 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში გოლი ერთხელ გაიტანა (ოფიციალურ მატჩებში).