ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალოან ახლოსაა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მხოლოდ „იუვეში“ გადასვლა სურს, თანაც, ახლავე, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. ფეხბურთელით ლონდონის „არსენალიც“ არის დაინტერესებული, მაგრამ სერბს ინგლისურ კლუბში გადასვლა არ სურს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ კონტრაქტი ტურინელებთან გააფორმოს, რომელიც სეზონში 7 მილიონ ევროს სთავაზობს.
ვლაჰოვიჩი „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის განახლებას არ აპირებს, ამიტომაც, იტალიური კლუბი პრაქტიკულად იძულებულია, ის გაყიდოს. ცნობილია, რომ „იუვემ“ „იებს“ 35 მილიონი ევრო და დეიან კულუშევსკი შესთავაზა.
21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 20 გოლი გაიტანა, სერია A-ში თავი 17-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო გასულ სეზონში მან 40 თამაშში 21 გოლი გაიტანა.