კალათბურთი

18:33 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 2 ქულა და "ბეტისის" მორიგი მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმშივე 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ, 17 ქულის სხვაობით, 71:88 დამარცხდა.

ბურჯანაძემ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულის, 1 მოხსნისა და 1 პასის დაგროვება მოასწრო, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 3-ს უწია.

„ბეტისი“ 3 გამარჯვებით და 13 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.

0.105476