კალათბურთი

11:36 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი 5 წუთი ათამაშეს, "მილუოკიმ" ზედიზედ მესამედ მოიგო (+VIDEO)

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „მილუოკი ბაქსიმ“ საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 133:127 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მცირე დროით, მაგრამ სათამაშო დრო მოეცა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ბოლო ხანს G ლიგაში იყო განათხოვრებული. ქართველმა კალათბურთელმა 5:36 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა, შეტევაში კი არ უაქტიურა და მეტოქის კალათისკენ არც უსვრია.

„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 34 წუთში 34 ქულა მიითვალა, ჯრუ ჰოლიდეი კი 26 ქულით გამოირჩა. „საკრამენტოში“ ჰარისონ ბარნსი 29 ქულით გახლდათ ყველაზე შედეგიანი.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 გამარჯვებით და 19 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.

0.116694