სხვა

5:15 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელმა რიდინგმა კიცბუელში ისტორია დაწერა

ბრიტანელმა დეივ რიდინგმა ავსტრიის კიცბუელში გამართული სლალომი მოიგო და სამთო თხილამურობის მსოფლიო თასის 55-წლიან ისტორიაში გახდა თავისი ქვეყნის პირველი მოთხილამურე, ვინც რბოლის მოგება შეძლო. მეორე და მესამე ადგილები ნორვეგიელებმა, ლუკას ბრაათენმა და ჰენრიკ კრისტოფერსენმა დაიკავეს.

35 წლის რიდინგი ასევე ყველაზე ხნიერი მოთხილამურეა, ვინც მსოფლიო თასის სლალომის მოგება შეძლო. გამრჯვების შემდგ, ის ემოციებს არ მალავდა:

„ვფიქრობ, ბებერ ძაღლებსაც შეუძლიათ რაღაც. მე 35 წლის ვარ, მაგრამ არასდროს დამიკარგავს იმედი, არასდროს გავჩერებულვარ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი. ჩემს გუნდს ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ისინი ყოველთვის გვერდში მედგნენ, ხანდახან იმაზე მეტადაც, ვიდრე მსურდა. ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა“.

რიდინგმ პირველ ცდაზე მეექვსე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მეორეზე კი, მას შემდეგ, რაც მასზე წინ მყოფთაგან, ზოგმა შეცდომა დაუშვა, ზოგმაც ფინიშს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში, მას ყველაზე უკეთესი დრო აღმოაჩნდა.

იტალიელმა ჯულიანო რაძოლიმ, ვინც 2010 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ზედ ფინიშთან დაუშვა შეცდომა. ხელი მოეცარათ ნორვეგიელ სებასტიან ფოს-სოლევააგს და ფრანგ კლემან ნოელს. იტალიელი ალექს ვინატცერი კი ტრასას ასცდა.

აქამდე სლალომში რიდინგის საუკეთესო შედეგი, მეორე ადგილი იყო, რომელიც ასევე კიცბუელში, 2017 წელს დაიკავა. პეკინში ის მეოტხე და ბოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ვანკუვერის ოლიმპიადაზე (2010) მან სლალომში 27-ე ადგილი დაიკავა, სოჭში 92014) მე-17 იყო, პიონჩანში კი მეცხრე ადგილზე გავიდა. ამჟამად მსოფლიო თასზე სლალომში მას მეოთხე ადგილი უკავია.

0.124301