სხვა

4:27 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოჯა ისევ უმაღლეს საფეხურზეა, ამჯერად კორტინაში

ავსტრიის ზაუხენსეეში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი სოფია გოჯა ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნდა, ამჯერად კორტინა დ’ამპეცოში. მან დაშვების მორიგი ეტაპი მოიგო და ამავე სახეობაში, მსოფლიო თასზე ლიდერობა განიმტკიცა.

გოჯა პეკინის ოლიმპიადაზე, დაშვებაში მთავარი ფავორიტია. მან რებოლა წუთსა და 06.98 წამში დაასრულა და უკან მოიტოვა ავსტრიელი რამონა ზიბენჰოფერი და ჩეხი ესტერ ლედეჩკა.

„როცა დავინახე, რომ თოვლი სახეში მეყრებოდა და ქარი ხის აქანავებდა ხრიდა, ცოტა ავნერვიულდი. მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ პირველი ვიყავი, გულმა ფეთქვა დაიწყო“, - განაცხადა 29 წლის გოჯამ, ვინც დაშვებაში მსოფლიო თასის ლიდერია, აბსოლუტურ ჩათვლაში კი მესამე ადგილზე იმყოფება.

იტალიელმა ავსტრიის ზაუხენზეეს ეტაპი ვერ დაასრულა - შეცდომა დაუშვა, გზას ასცდა და გამოსვლა წითელ დამცავ ბადეში დაასრულა.

ზიბენჰოფერი დაშვების ჩათვლაში მეორე ადგილზეა. კორტინაში ის გოჯას 0.20 წამით ჩამორჩა. რაც შეეხება ლედეჩკას, მან ამ სეზონში პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ის გამარჯვებულს 0.26 წამით ჩამორჩა.

ქალთა მსოფლიო თასზე, კორტინაში კვირას სუპერ გიგანტი ჩატარდება, 29 და 30 იანვარს კი ისინი გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში, დაშვებასა და სუპერ გიგანტში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც პეკინში, ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

თეგებისოფია გოჯა
0.111066