ფეხბურთი

21:16 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზმუნი „ლევერკუზენში“

სანკტ-პეტერბურგის ლიდერი, სერდარ აზმუნი, კარიერას ლევერკუზენის „ბაიერში“ გააგრძელებს - წერს კლუბის ტვიტერი.

22 წლის ირანელი ფეხბურთელი „ლევერკუზენში“ 2022 წლის ზაფხულში გადავა, მას შემდეგ, რაც რუსულ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდება. თავიდან საუბარი იყო მის ზამთრის ტრანსფერზე, თუმცა მხარეები საზაფხულოდ შეთანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში აზმუნმა „ზენიტის“ მაისურით ყველა ტურნირში 21 მატჩი გამართა, 10 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.128103