ფეხბურთი

21:53 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენმა „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ივარჯიშა

დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ივარჯიშა - გვამცნობს De Telegraaf.

წყაროს ინფორმაციით, ნახევარმცველი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და თავად სთხოვა „აიაქსის“ ხელმძღვანელებს ახალგაზრდებთან ერთად ვარჯიშის უფლება დაერთოთ. თუმცა, ეს ერთჯერადი შემთხვევა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ერიკსენი „აიაქსში“ 2010-13 წლებში თამაშობდა.

ახლა კი ინგლისის პრემიერლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.

ევრო 2020-ის პირველი მატჩისას, ფინეთის წინააღმდეგ, დანიელთა ლიდერმა გონება დაკარგა. შემდეგ გაირკვა, რომ რამდენიმე წამით გული გაჩერებოდა. ჰოსპიტალში მას კარდიოსტიმულატორი ჩაუყენეს.

0.114978