ფეხბურთი

19:39 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ხმაურიანი მოგებით დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდი აზერბაიჯანს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მე-6 და მე-7 წუთზე გაშვებული გოლებით 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ 3 თავად გაიტანა და პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში ვილერამ გახსნა, რომელმაც 1 წუთში კიდევ ერთი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. 3 წუთში კი ელისანდრომ სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში ჩვენი ქვეყნის გუნდმა უკეთესი თამაში აჩვენა და ეს შედეგშიც აისახა. 27-ე წუთზე თოფურიას ასისტით სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა, ზუსტად ხუთ წუთში კი ქართველებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც თალესმა გოლად აქცია და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს კარგი სტარტი გამოუვიდა და 3 ქულით ჯერჯერობით პირველ პოზიციაზე იმყოფება, რადგან ჩვენს ჯგუფში ჯერ სხვა თამაში არ ჩატარებულა. ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, ბოსნია ჰერცოგოვინას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და ვინ იცის, იქნებ მორიგი დასამახსოვრებელი ისტორია დავწეროთ.

0.157717