ესპანელი მეკარე სერხიო რიკო მიმდინარე სეზონის დარჩენილ დროს იჯარის წესით "მალიორკაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სერხიო რიკო პსჟ-მ 2019 წელს "სევილიადან" დაიმატა. მას შემდეგ ფრანგული გუნდის მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა. გასულ სეზონში ესპანელმა ძირითადად სათადარიგოთა სკამზე გაატარა დრო, მიმდინარე სათამაშო წელს კი ჯანლუიჯი დონარუმას მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.