მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილთან ხუთსეტიან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ის სამ სეტში, 6-4, 6-4, 6-4 დამარცხდა მსოფლიოს 120-ე ჩოგანთან, იაპონელ ტარო დანიელთან.
34 წლის შოტლანდიელი დაღლილი ჩანდა და ვერაფერს უპირისპირებდა მეტოქეს, რომელიც ბასილაშვილისგან განსხვავებით, შეცდომებს იშვიათად უშვებდა და ხაზიდან თამაშით, ქულას ქულაზე აგროვებდა.
მარიმ პირველ ორ სეტში, მეტოქეს საქმე 34 შეცდომით გაუადვილა. მესამეში კი გამოცოცხლდა და პირველი ორი გეიმის მოგებით, 2-0 დაწინაურდა. მაგრამ დანიელმა სწრაფად აღკვეთა მისი დაბრუნება და მესამე გეიმში საპასუხო ბრეიკი აიღო. 45 წუთის შემდეგ კი შეხვედრას წერტილ დაუსვა და პირველად მოიპოვა დიდი სლემის ტურნირის მესამე წრეში თამაშის უფლება. მის მომდევნო მეტოქეს, ამერიკელი სტივი ჯონსონის და იტალიელი იანიკ სინერის შეხვედრა გაარკვევს.