ფეხბურთი

17:04 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "მამარდაშვილი ვარჯიშებზე კარგია, მაგრამ ახლა ხაუმე უფრო მეტად მზად იყო"

„ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი „სევილიასთან“ მატჩში (1:1) დაშავდა, მაგრამ ის არა გიორგი მამარდაშვილმა, არამედ ხაუმე დომენეკმა შეცვალა.

ესპანელი კარის დარაჯი ნიდერლანდელის ნაცვლად მოედანზე მე-18 წუთზე გამოჩნდა, ხოლო ქართველი სათადარიგო სკამზე დარჩა. მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

„სილესენს საზარდულის პრობლემა ჰქონდა, დაეჭიმა. გადავწყვიტე, რომ ხაუმეს ეთამაშა, რადგან მან ბოლოს კვირასაც ითამაშა და ვფიქრობ, ის უფრო მეტადაა სათამაშო ტონუსში. თუმცა, გიორგი მამარდაშვილი ვარჯიშებზე კარგად მუშაობს“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში კი ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. გარდა ამისა, მან სეზონისწინა მოსამზადებელ შეხვედრებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. „ვალენსიამ“ გიორგი „დინამო თბილისიდან“ 31 დეკემბერს გამოისყიდა და მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულა დე გაუფორმა, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

0.116296