ფეხბურთი

16:25 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

“საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა – მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. აღნიშნული პროექტი მრავალმხრივი იქნება. “ვალენსიას” “საბურთალოში” წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს პროცესებს. ამავდროულად, კლუბებს შორის მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, ნიჭიერი ბავშვები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე, ასაკობრივი გუნდები ითამაშებენ საერთაშორისო ტურნირებში, კლუბისა და აკადემიის ხელმძღვანელებს შორის იქნება მუდმივი კომუნიკაცია.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (“საბურთალოს” დამფუძნებელი): “საბურთალოსთვის” ტრადიციად ჩამოყალიბდა ესპანურ კლუბებთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, კლუბში მუშაობდნენ ესპანელი მწვრთნელები, მენეჯერები და ფეხბურთელები. რაც შეეხება ახალ თანამშრომლობას – “ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. გადამწყვეტი ფაქტორი, მათი საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი აღმოჩნდა. თანამშრომლობა იქნება მრავალმხივი – დიდი ყურადღება მიექცევა აკადემიას, მოხდება გაცვლითი პროგრამა, ცოდნას გაიღრმავებენ მწვრთნელები, სტაჟირებაზე გაემგზავრებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, იქნება მუდმივი კომუნიკაცია აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3 წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგძლივი იქნება.

სასიამოვნოა, რომ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. ვისარგებლებ შემთხვევით და “ვალენსიას” ხელმძღვანელობას მადლობას გადავუხდი. ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყეს, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ორივე კლუბისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”.

შონ ბაი (“ვალენსიას” გენერალური დირექტორი):

“ვალენსია” სისტემატურად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის “საბურთალოსთან” მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. “ვალენსიასთვის” დიდი პატივია “საბურთალოსთან” თანამშრომლობა. გვჯერა, ორივე მხარესთვის ნაყოფიერი და წარმატებული პროექტი იქნება. ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, მომავალში ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური იქნება.

“ვალენსია” არის ის კლუბი და აკადემია, რომელიც სისტემატურად ნიჭიერი ბავშვების ძიებაშია. ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქართულ-ესპანური კულტურის კიდევ უფრო დაახლოებასაც”.

fcsaburtalo.ge

0.179897