ფრანგული „ბორდოს“ ხელმძღვანელობა მათავარი მწვრთნელის, ვლადიმირ პეტკოვიჩის გათავისუფლებას აპირებს. მის ადგილზე კი ლეგენდარულ ტიერი ანრის კანდიდატურას მოიაზრებს - გვამცნობს RMC Sport.
ამჟამად ანრი ბელგიის ნაკრების შტაბში მუშაობს. მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწეა.
თავად მთავარ მწვრთნელად ბოლოს კანადურ „მონრეალ იმპაქტში“ მუშაობდა, თუმცა ოჯახური პრობლემების მიზეზით, მალევე წავიდა იქიდან.
2018 წელს ანრი „მონაკოს“ დამრიგებლად დანიშნეს, მაგრამ საქმე ვერ აეწყო. შედეგი არ ჩანდა, შემდეგ ფეხბურთელებს წაეჩხუბა და ქუდი დაიხურა.
„ბორდო“ ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში, 21 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.