იტალიის თასის მერვედფინალში „ინტერმა“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. თუმცა, სტუმრებმა კინაღამ სენსაცია მოახდინეს და ქვეყნის ჩემპიონი ტურნირიდან გამოთიშეს.
უკვე დამატებული წუთები მიმდინარეობდა და „ემპოლი“ 1:2 იგებდა, როცა ანდრეა რანოკიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
სტეფანო სენსიმ გამარჯვების გოლი 104 წუთზე გაიტანა.
მეოთხედფინალში „ინტერი,“ „რომასა“ და „ლეჩეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ერთმანეთს 21 იანვარს დაუპირისპირდებიან.