სხვა

0:20 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელი ტრამპლინიდან მხტომელი ამანი მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს

ტრამპლინიდან ხტომაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონ ამანი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს. და ეს მისთვის ეს მეშვიდე ოლიმპიადა იქნება.

40 წლის ამანი ერთადერთი მხტომელია, ვისაც ორ ოლიმპიადაზე, ოქროს დუბლი აქვს მოპოვებული. დუბლი მცირე და დიდი მთიდან ხტომაში ოქროს მოპოვებას ნიშნავს და შვეიცარიელმა ამას 2002 და 2010 წლებში მიაღწია.

გარდა ამისა, ამანი გახდება პირველი შვეიცარიელი ათლეტი, ვინც შვიდ ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ამ მხრივ, რეკორდსმენია იაპონელი ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაი, ვინც რვა ოლიმპიადაზე გამოვიდა. ფინელ იანე აჰონენს შვიდ ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

„სიმონ ამანი შვეიცარიული სპორტის გამორჩეული ფენომენია და მოხარულნი ვართ, რომ ის შვეიცარიის ოლიმპიურ გუნდში კვლავ იქნება და მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვა“, - ნათქვამია შვეიცარიის ოლიმპიური გუნდის მისიის შეფ რალფ სტოკლის განცხადებაში.

ბარის თხილამურობაში ოთხი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, დარიო კოლონია მეოთხე ოლიმპიადაზე გამოვა. ასევე მეოთხე თამაშებზე იასპარეზებს სნოუბორდში პარალელურ გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი, პატრიცია კუმერი. 34 წლის კუმერი პეკინში სამი კვირით ადრე გაემგზავრა, რათა არავაქცინირებული სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სამკვირიანი კარანტინის გავლა მოასწროს.

0.117758