იტალიელი სპეციალისტი მარკო ჯამპაოლო "სამპდორიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც გენუური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მარკო გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაწვრთნის და დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
აღნიშნულ პოსტზე მარკომ რობერტო დ`ავერსი ჩაანაცვლა, რომელიც ამ კვირაში გაათავისუფლეს. ჯამპაოლო "სამპდორიას" უკვე წვრთნიდა 2016-2019 წლებში და ამ ხნის განმავლობაში მისმა გუნდმა 123 მატჩიდან 49 მოიგო და 26 ფრედ დაასრულა. მიმდინარე სეზონში გენუური კლუბი მე-16 ადგილზეა ამ დროისთვის.