ფეხბურთი

22:34 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" ოლსენი დაიმატა

შვედეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" საკუთრებაში მყოფი მეკარე რობინ ოლსენ მიმდინარე სეზონისდასრულებამდე იჯარის წესით "ასტონ ვილაში" ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ინგლისელებს სეზონის ბოლოს ოლსენის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

რობინი "რომამ" 2018 წელს "კოპენჰაგენიდან" დაიმატა და მას შემდეგ მეოთხე გუნდში გაანათხოვრა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი შვედმა "შეფილდ იუნაიტედში" გაატარა და ჩემპიონშიფის 11 შეხვედრაში 17 გოლი გაუშვა. "ასტონ ვილას" პირველი მეკარე ემილიანო მარტინესია და ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა სათამაშო დრო ოლსენს.

0.124872