მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მეკარე ტიბო კურტუა "ელჩეს" წინააღმდეგ სამეფო თასის მატჩში მონაწილეოას ვერ მიიღებს.
"კურტუა ლაზარეთში აღმოჩნდა და ხვალ ვერ ითამაშებს. სხვა ფეხბურთელები კი მწყობრში არიან. ტიბო თავს კარგად ვერ გრძნობს, მაგრამ სერიოზული არაფერია და რამდენიმე დღეში გამოკეთდება. ვერ გეტყვით რა აწუხებს, ეს პირადულია. ვფიქრობ, კვირას გასამართი მატჩისთვის იგი უკვე მზად იქნება." - ციტირებს AS-ი იტალიელის სიტყვებს.
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური დაპირისპირება "ელჩეს" და "რეალს" შორის 20 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.