ავტოსპორტი

0:54 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ახალ W13-ს 18 თებერვალს გვიჩვენებს

„მერსედესმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის პრემიერის თარიღი გამოაცხადა. გერმანული გუნდი მანქანას, რომლის სრული სახელია „მერსედეს-AMG F1 W13 E პერფორმენს“, 18 თებერვალს წარმოადგენს.

ლუის ჰამილტონის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ჭორების მიუხედავად, ახალი სეზონისთვის, სამქიმიანების პილოტები იქნებიან ჰამილტონი და ჯორჯ რასელი, ვინც „მერსედესში“ „უილიამსიდან“ გადმოვიდა.

გუნდი აცხადებს, რომ პრემიერა ვირტუალური იქნება და მასში ორივე პილოტი მიიღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ აბუ დაბიში განცდილი მარცხის შემდეგ, ბრიტანელი პილოტი შეერთებულ შტატებში, შტატ კოლორადოში არსებულ ვილაში იმყოფება.

ამგვარად, „მერსედესი“ მეოთხე გუნდია, რომელმაც ახალი მანქანის პრემიერის თარიღი გამოაცხადა. უფრო ადრე ეს „ასტონ მარტინმა“, „ფერარიმ“ და „მაკლარენმა“ გააკეთეს.

წინა სასეზონო ტესტები ბარსელონაში, 23 თებერვალს აიღებს სტარტს.

0.136454