VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ესტუმრა და 68:81 დამარცხდა. „არმიელებმა“ შეტევაში სუსტი თამაში აჩვენეს და საბოლოო მარცხიც ლოგიკურია. აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ ვერცერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხა.
თორნიკე შენგელიამ 18:30 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 8 ქულით, 4 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შედეგიად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
მოსკოვის ცსკა-ს 8 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და VTB ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 იანვარს, „კალევის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.