ფეხბურთი

19:07 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "იტალიაში მწვრთნელებს ისე ცვლიან, თითქოს ნაყინს ყიდულობენ"

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი „ევერტონიდან“ რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მან მაგალითი იტალიიდან მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ მწვრთნელებს ხშირად ცვლიან.

„ასეთია ფეხბურთი. შეიძლება ინგლისში შეჩვეულები არ ხართ, მაგრამ იტალიაში მწვრთნელებს ისე მარტივად ცვლიან, თითქოს ნაყინს ყიდულობენ“, - თქვა რანიერმა.

შეგახსენებთ, რაფაელ ბენიტესმა „ევერტონი“ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო გუშინ დაითხოვეს. ლივერპულელებმა პრემიერლიგის ბოლო 13 ტურში ერთადერთი თამაშის მოგება მოახერხეს.

0.113535